ფეხბურთი

15:24 | 11.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

Daily Mail-ი: ვიდალი ინგლისურ გუნდს შეუთანმხდა

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი არტურო ვიდალი შესაძლოა ლონდონის “ჩელსიში” გადავიდეს. Daily Mail-ის ინფორმაციით, ჩილელი ნახევარმცველი უკვე შეუთანხმდა ინგლისის ჩემპიონს და გუნდს დამდეგ ზაფხულს გამოიცვლის. როგორც წყარო იტყობინება, “არისტოკრატებს” აღნიშნული ტრანსფერის სანაცვლოდ 40 მილიონი ევროს გაღება მოუწევთ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს ვიდალის “ბაიერნიდან” შესაძლო წასვლის თაობაზე ხშირად ვრცელდება ინფორმაცია. სამხრეთამერიკელი ფეხბურთელის ქმედებებით, განსაკუთრებით მოედნის მიღმა “რეკორდმაისტერის” ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა.

არტურო ვიდალი “ბაიერნში” “იუვენტუსიდან” 2015 წელს გადავიდა. მიმდინარე სეზონში ჩილელი ძირითად შემადგენლობაში ხშირად ვერ ხვდება. საგულისხმოა, რომ “ჩელსის” ანტონიო კონტე ავარჯიშებს, რომლის ხელმძღვანელობითაც არტურო ვიდალს სწორედ “იუვენტუსში” უთამაშია.

0.137084