კალათბურთი

10:54 | 11.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 14 ქულა და დასანანი მარცხი მოსკოვში

თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ წინა 2 მატჩი - ესპანეთის ჩემპიონატსა და ევროლიგაში 1-ქულიანი სხვაობით მოიგო. ასეთივე სხვაობა დაფიქსირდა ბასკონიელთა ბოლო მატჩში, რომელიც მორკოვში, „ხიმკისთნ“ გამართეს, თუმცა იმ განსხვავებით, რომ შენგელიას გუნდმა წააგო. ევროლიგის მორიგი ტურის მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა და რუსული კლუბის გამარჯვებით - 91:90 დასრულდა.

შენგელიამ მოედანზე 24:59 წუთი გაატარა და 14 ქულა, 4 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 ჩაჭრა მოაგროვა. თორნიკემ 5-დან 3 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

“ბასკონიას” რიგებში 10-ქულიან ზღვარს ამერიკელი მეტ ჯენინგი (19 ქულა) გერმანელი იოჰანეს ვოიგტმანი (14 ქულა), ფრანგი ვინსენ პუარე (12 ქულა, 9 მოხსნა) და ბრაზილიელი მარსელინიო უერტასიც (11 ქულა, 6 პასი) ასცდნენ.
ქართველი ლეგიონერის კლუბს 6 ტურის თავზე ერთადერთი მოგება შერჩა და სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზე იმყოფება. “ბასკონია” ევროლიგაში მომდევნო შეხვედრას 14 ნოემბერს, შინ, მადრიდის “რეალთან” გამართავს.

GFB.GE

0.115655