ავტოსპორტი

3:15 | 11.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფერნანდო ალონსო ლე მანზე „ტოიოტასთან“ ერთად გამოსვლას აპირებს

ფერნანდო ალონსო სულ უფრო მეტად ცდილობს ფორმულა 1-ში წარუმატებლობებით მიღებული უსიამოვნების, სხვა რბოლებში მონაწილეობით გადაფარვას. ასე იყო ამ სეზონში, როცა ინდი 500-ში იასპარეზა. ასე იქნება მომავალ სეზონშიც, რომელსაც ფ1-ის ორგზის ჩემპიონი დეიტონას 24-საათიან რბოლაში გამოსვლით დაიწყებს.

და როგორც ჩანს, ეს ყველაფერი არაა - გამოცემა „მოტორსპორტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ალონსო შესაძლოა ლე მანის 24-საათზეც გამოვიდეს. ის უკვე იმყოფებოდა „ტოიოტა მოტორსპორტის“ კიოლნის ტექნიკურ ცენტრში, სადაც სარბოლო სავარძლის მორგების პროცედურა გაიარა.

19 ნოემბერს ბაჰრეინში, გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატის ახალბედათა სატესტო სესია ჩატარდება და ალონსო იქ „ტოიოტას“ LMP1 კლასის ჰიბრიდულ პროტოტიპ TS050-ით იასპარეზებს.

ალონსოს ნთქვამი აქვს, რომ მოტორსპორტის სამი გვირგვინის - მონაკოს დიდ პრიზზე, ლე მანის 24 საათის და ინდი 500-ის მოგებას აპირებს. ასეთი მიღწევა ავტოსპორტის ისტორიაში ჯერ არავის ჰქონია. ესპანელი მრბოლი მომავალ სეზონსაც „მაკლარენში“ გაატარებს. ლე მანზე გამოსვლა ფ1-დან ერთჯერადი „გადახვევა“ იქნება.

იმ დროს, როცა ლე მანი „აუდიმ“ და „პორშემ“ დატოვეს, „ტოიოტა“ LMP10 კლასში ერთადერთ საქარხნო გუნდად, პრაქტიკულად უკონკურენტოდ რჩება. ეს კი ალონსოს მეორე „გვირგვინის“ მოპოვების რეალურ შანსს აძლევს. მონაკოში მას ორი გამარჯვება აქვს მოპოვებული (2006 და 2007 წლებში), ინდის შარშანდელ რბოლაში კი 27 წრის განმავლობაში ლიდერობდა და მოგების რეალური შანსიც ჰქონდა, მაგრამ ფინიშამდე 21 წრით ადრე, „ჰონდას“ ძრავმა უღალატა.

0.094239