ფეხბურთი

21:15 | 10.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევრა 7-თვიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა

ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი პატრის ევრა უეფამ მკაცრად დასაჯა. 34 წლის მცველი უეფას ორგანიზებულ ტურნირებში მომდევნო 7 თვის განმავლობაში 2018 წლის 30 ივნისამდე ვერ ითამაშებს.

ევროპული ფეხბურთის მმართველი უწყებისგან მიღებული მკაცრი გადაწყვეტილების შემდეგ ევრას "მარსელიც" განუდგა და ფეხბურთელთან კონტრაქტი ვადაზე ადრე გაწყვიტა. გარდა ამისა, ევრას 1000 ევროს ოდენობით ჯარიმაც დაეკისრა.

შეგახსენებთ, რომ პატრის ევრამ ევროპა ლიგის მატჩის წინ ("გიმარაეშთან") "მარსელის" ერთ-ერთ ქომაგს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სახეში ფეხი ჩაარტყა.

0.113379