საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გორში “თენგიზ ბურჯანაძეზე” კვიპროსის ნაკრები ამხანაგურ მატჩში დაამარცხა – 1:0.
ვლადიმირ ვაისის გუნდს გამარჯვება გიორგი ქვილითაიას ერთადერთმა გოლმა მოუტანა, რომელიც სტუმართა უხეშ შეცდომას მოჰყვა. კერძოდ, მეკარის, გიორგალიდისის. 24-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც კვიპროსის ნაკრების კაპიტანმა არაზუსტი გადაცემა გააკეთა, ჯაბა კანკავამ ჩაუჭრა და იქვე ქვილითაია მოძებნა. გიორგი საკმარისი დრო ჰქონდა ბურთის დასამუშავებლად და ზუსტად დასარტყმელად. ასე მოხდა, მეკარე ბურთს ვერ შესწვდა.
კვიპროსელთა შეცდომა ვახსენეთ, მაგრამ არც ქართველთა გარჯაა დასაკარგი. ყველაფერი აქტიურ პრესინგს მოჰყვა და სტუმართა შეცდომაც ამან გამოიწვია. კანკავა და ქვილითაია კი მთავარ როლებში იყვნენ.
სხვა მხრივ, ბევრი არაფერი ხდებოდა მოედანზე, საგოლე მომენტებიც იშვიათად იქმნებოდა. ახლა წინ მეორე სპარინგია, 13 ნოემბერს, ქუთაისში, ბელარუსის ნაკრებთან.
საქართველო – კვიპროსი 1:0 (1:0)
გორი, “თენგიზ ბურჯანაძე”
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, ნავალოვსკი (გრიგალავა 82); კვეკვესკირი (აბურჯანია 82), კანკავა; პაპუნაშვილი (გვილია 74), ყაზაიშვილი (ლობჟანიძე 67), მერებაშვილი (სიხარულიძე 82); ქვილითაია (კაჭარავა 82)
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
კვიპროსი: გიორგალიდისი; მერკისი, დემეტრუ, ეფრემი (კასტანოსი 65), კირიაკუ (ავრაამი 73), კრისტოფი (მიტიდესი 73), სოტირიუ, ლაბანი (ფილაკტუ 65), მარგასა (ვასილიუ 82), არტიმატასი, ლაიფისი, კოსტაკისი (ეკონომიდესი 82)
მწვრთნელი: რან ბენ შიმონი
გოლი: 1:0 ქვილითაია (24)
გაფრთხილება: კაკაბაძე (26) – ლაბანი (25), მერკისი (26), სოტირიუ (79)
მსაჯი: სურენ ბალიანი (სომხეთი)
WORLDSPORT.GE მატჩის ვრცელ მიმოხილვას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.