ჩრდილოეთ ირლანდიელები შვეიცარიასთან გამართული მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფის პირველი მატჩის (0:1) შემდეგ რუმინელ არბიტრს ოვიდიუ ჰატეგანს აკრიტიკებენ და მიიჩნევენ, რომ პენალტის დანიშვნის ეპიზოდში მისი გადაწყვეტილება სამარცხვინო იყო.
ბელფასტში გამართული შეხვედრის 58-ე წუთზე, მსაჯმა, კორი ევანსის მხრიდან ხელით თამაში დააფიქსირა და ჩრდილოირლანდიელთა კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც შვეიცარიელებმა გამოიყენეს და ამ გოლით სტუმრად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს (VIDEO).
“ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება იყო. ხელი მაღლა არ ამიწევია და ბურთი ჩემს მხარს შეეხო. მსაჯმა ყვითელი ბარათიც მიჩვენა, რის გამოც საპასუხო მატჩის გამოტოვება მომიწევს. გაოცებული და იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ახლა მთავარია ბაზელში გასამართ მატჩზე ვიფიქროთ. ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა” - აცხადებს ევანსი.
მსაჯის გადაწყვეტილებით აღშფოთებულია ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების თავკაცი მაიკლ ონილიც, რომელიც ამბობს, რომ სწორედ რუმინელმა არბიტრმა გადაწყვიტა მატჩის ბედი. თუმცა, მწვრთნელი შეგირდებს მოუწოდებს, წყენას და იმედგაცრუებას გაუმკლავდნენ და ბაზელში დაამტკიცონ, რომ მუნდიალზე თამაშს იმსახურებენ.
შვეიცარიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებთა საპასუხო მატჩი 12 ნოემბერს გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მსაჯმა მიქარა
მაფია უკვდავი თუა არ ვიცი, მარა ცოცხალი ნამდვილადაა
sasacilo isaa rom aratu xelze moxvda mxaric ki ar yopila da irlandias kide aket ar misces penalti shveicarieli ert epizodshi 2-jer sheexo xelit burts
ასეთი პენალტის დადება არ შეიძლება. არანაირად არ იყო