საქართველოსა და ბელარუსის ეროვნულ ნაკრებთა საერთაშორისო ამხანაგურ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის სალაროებში დაიწყო.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, დღეს სალაროები 13:00-დან 19:00 საათამდე იმუშავებს, ხვალიდან კი, 11:00-დან 19:00 საათამდე. ბილეთის ფასი 2 ლარს შეადგენს.
ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში, საიტზე TKT.ge 2 ნოემბრიდან მიმდინარეობს.
საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებთა შეხვედრა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, 13 ნოემბერს, 18:00 საათზე დაიწყება.