თამაშგარე

12:46 | 10.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბუსკეტსის ფაქტობრივი და არაოფიციალური ცოლი

კატალონიის “ბარსელონას“ ნახევარმცველის, სერხიო ბუსკეტსის ცოლი, მოდელი ელენა გალერა მორონი ერთ-ერთი მათთაგანია, რომელიც ქმართან ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფება, მაგრამ როგორც თავად ამბობს და ქმარიც უდასტურებს, ამის გამო ერთი ვაიუშველებელი არასოდეს შეუქმნია.

ელენა და სერხიო უკვე 4 წელია ერთად ცხოვრობენ და ერთი ვაჟიშვილიც გააგორეს, მაგრამ როგორც გალერა მორონის ქალი ამტკიცებს, ფაქტობრივ ქმართან ოფიციალურ ქორწინებაზე სიტყვაც კი არასოდეს გადაუკრავს, რადგან ეს საკითხი მათთვის ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია.

თუ რატომ არ მოყავთ ცნობილ ფეხბურთელებს საყვარელი ქალები ოფიციალურ ცოლებად, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ერთი კია, რომ ბევრი ფეხბურთელის ცოლი მოითხოვს ქმართან ოფიციალურად შეუღლებას და ეს ხშირად წყვილის დაშორების მიზეზიც კი ხდება. ელენასა და სერხიოს კი ჯერჯერობოთ მსგავსი რამ ნამდვილად არ ემუქრებათ.

0.131879