1977 - დაიბადა მიხეილ აშვეთია. საქართველოს ნაკრების, ქუთაისის “ტორპედოსა” და “რწმენის”, “სამგურალის”, თბილისის “დინამოს”, ვლადიკავკაზის “ალანიას”, დანიური “კოპენჰაგენის”, მოსკოვის “ლოკომოტივის”, “როსტოვის”, “რუბინის”, “კარლ ცეისის”, მახაჩკალას “ანჟის”, ბარნაულის “დინამოს”, “ნიჟნი ნოვგოროდის” ფორვარდი. 1998 და 1999 წლებში მიხეილ აშვეთია საქართველოს ეროვნული პირველობის ჩემპიონი გახდა. საქართველოს ნაკრებში ჩაატარა 24 მატჩი, გაიტანა 5 გოლი.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1925 - შოტლანდიის ნაკრებისა და “ჰიბერნიანის” გოლკიპერი ბილ ჰარპერი მეკარისათვის სარეკორდო სატრანსფერო თანხად, 5 ათას გირვანქად ლონდონურ “არსენალში” გადავიდა.
1940 - ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის (NFL) მატჩში, “პიტსბურგსა” და “ფილადელფიას” შორის, მსაჯს არც ერთი ჯარიმა არ დაუფიქსირებია.
1953 - თბილისის “დინამომ” რუმინეთში ჩატარებული ტურნეს პირველი შეხვედრა ჩაატარა. გუნდი ბუქარესტელ თანაკლუბელებთან 1:2 დამარცხდა. ქართველთაგან გოლი კარლო გაგნიძემ გაიტანა. “დინამო”: მარღანია, ელოშვილი (გოგლიძე), რუსაძე, იურჩენკო, მახარაძე, ანთაძე, თოდრია, კ. გაგნიძე, ზაზროევი, ღოღობერიძე, ჭკუასელი. გუნდს მიხაილ იაკუშინი წვრთნიდა.
1957 - ამერიკული საფეხბურთო ლიგის მატჩს ლოს ანჯელესში სარეკორდო რაოდენობის მაყურებელი დაესწრო (102 368).
1960 - თბილისის “დინამომ” ინგლისში ჩატარებული ტურნეს მეორე შეხვედრაში ლონდონში, ადგილობრივ “ვულვერჰემპტონ უონდერერსთან” 5:5 ითამაშა. ქართველთაგან გოლები მიხეილ მესხმა (2), ავთანდილ ღოღობერიძემ (2) და ზაურ კალოევმა გაიტანეს. “დინამო”: კოტრიკაძე, სიჭინავა, თორაძე, ხოჭოლავა (ღოღობერიძე), ზეინკლიშვილი, ჩოხელი, მელაშვილი, ბარქაია, კალოევი, იამანიძე, მესხი. გუნდს ანდრო ჟორდანია წვრთნიდა.
1963 - გორდი ჰოუმ ჰოკეის ეროვნულ ლიგაში 545-ე შაიბა გაიტანა, რითაც NHL-ის რეკორდსმენი გახდა.
1971 - აშშ-ის სპორტსმენები პირველად ეწვივნენ ჩინეთს. ამერიკელ მაგიდის ჩოგბურთელთა ნაკრები ჩინეთში ტესტ-მატჩების ჩასატარებლად ჩავიდა.
1978 - ლარი ჰოლმსმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ალფრედო ევანგელსიტი მეშვიდე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
1988 - ტოკიოში ბეისბოლისტთა ამერიკული ლიგისა (MLB) და იაპონიის ნაკრებთა მეხუთე შეხვედრა გაიმართა, რომელიც ამერიკელებმა 3:1 მოიგეს.
1991 - ბერნი კოსარმა ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის (NFL) მატჩებში ზედიზედ 308-ე ზუსტი გადაცემა გააკეთა.
1991 - ამერიკული ფეხბურთის კომენტატორმა მარტი გლიკმენმა მეათასე რადიორეპორტაჟი წაიყვანა.
1991 - ამერიკელმა ჩოგბურთელმა ქალმა, მარტინა ნავრატილოვამ პროფესიულ კორტზე ასპარეზობისას 157-ე ტურნირი მოიგო.
2004 - უეფამ გუნდებს ოფიციალურ მატჩებში ხელოვნუსაფარიან მინდორზე თამაშის უფლება დართო.
2007 - პრაღაში გამართულ სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, მირიან პავლიაშვილმა (100 კგ) ოქროს, ხოლო ლევან წიკლაურმა (82 კგ) ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.
2007 - “მანჩესტერ იუნაიტედმა” “ბარნლის” წარმომადგენელ 14 წლის ფორვარდ ჯონ კოფისთან 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
2013 - მოტოგრანპრიში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ესპანელი მარკ მარკესი, რომელსაც 2013 წელს დებიუტი ჰქონდა მთავარ მოტოსერიაში. მარკესი მოტოგრანპრის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა - 20 წლისა და 266 დღის ასაკში.
2013 - პორტუგალიაში წყალბურთელთა ევროპის პირველობის შესარჩევი ტურნირის დასკვნით მატჩში საქართველოს ნაკრებმა მასპინძლებს 17:9 მოუგო და კონტინენტის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფში გავიდა.
ამ დღეს დაიბადნენ
1962 - კეტი ბოსველი. ამერიკელი კალათბურთელი ქალი. ლოს ანჯელესის 1984 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი.
1963 - მაიკ პაუელი. ამერიკელი მძლეოსანი. მსოფლიოს მოქმედი რეკორდსმენი სიგრძეზე ხტომაში. პაუელმა ტოკიოს 1991 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბობი ბიმონის რეკორდი (8.90) გააუმჯობესა და 8 მეტრსა და 95 სანტიმეტრზე გადახტა. ამ მაჩვენებლის გაუმჯობესება დღემდე ვერავინ მოახერხა. პაუელი 1992 წელს 8 მეტრსა და 99 სმ-ზე გადახტა, თუმცა, შეჯიბრებას ოფიციალური სტატუსი არ ჰქონდა. პაუელი 1988 და 1992 წლების ოლიმპიადების ვერცხლის მედლის მფლობელია. 1991 და 1993 წლებში გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, ხოლო 1995 წელს ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
1969 - იენს ლემანი. გერმანიის ნაკრების, “შალკეს” (1988-98), ”მილანის” (1998-99), “დორტმუნდის” (1999-2003), “არსენალის” (2003-08), “შტუტგარტის” (2008 წლიდან) მეკარე. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი. შეიყვანეს ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში. გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 61 მატჩი. 1997 წელს მოიპოვა უეფას თასი. იტალიის (1999), გერმანიისა (2002) და ინგლისის (2004) ჩემპიონი. 2005 წელს მოიპოვა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი.
1969 - ფაუსტინო ასპრილია. კოლუმბიის ეროვნული ნაკრების, “კუკუტა დეპორტივოს”, “ატლეტიკო ნასიონალის”, “პარმას”, ”ნიუკასლ იუნაიტედის”, “პალმეირასის”, “ფლუმინენსეს”, “ატლანტის”, “უნივერსიადედ დე ჩილეს”, “ესტუდიანტეს დე ლა პლატას” ფორვარდი. “პარმას” შემადგენლობაში თასების მფლობელთა თასის (1993), ევროპის სუპერთასისა (1994) და უეფას თასის (1995) მფლობელი. ინგლისური პრემიერლიგის ვერცხლის მედლის მფლობელი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის მონაწილე. კოლუმბიის ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 57 მატჩი, გაიტანა 20 გოლი.
1970 - ტრენტ დიმასი. ამერიკელი ტანმოვარჯიშე. სპორტულ ტანვარჯიშში 1992 და 1996 წლების ოლიმპიურ თამაშებზე ცალკეულ იარაღებზე მოიპოვა ოქროს ორი მედალი.
1970 - სერგეი ოვჩინიკოვი. რუსეთის ნაკრების, სოხუმის “დინამოს”, მოსკოვის “ლოკომოტივის”, ლისაბონის “ბენფიკას”, “ალვერკას”, “პორტოს” გოლკიპერი. ოვჩინიკოვი ორჯერ გახდა რუსეთის ჩემპიონი, ორ-ორჯერ მოიპოვა რუსეთისა და პორტუგალიის თასები. 1994, 1995, 2002 და 2003 წლებში დაასახელეს რუსეთის წლის საუკეთესო მეკარედ. ევროპის 2004 წლის მონაწილე. რუსეთის ნაკრებში ჩაატარა 35 მატჩი, გაუშვა 40 გოლი.
1971 - ჯენიფერ მაკფოლზი. ამერიკელი სოფტბოლისტი. 1996 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
1976 - სტეფან ივერსენი. ნორვეგიის ეროვნული ნაკრების, “რუსენბორგის”, “ტოტენჰემ ჰოთსპურის”, “ვულვერჰემპტონის”, “ვალერენგას” ყოფილი ფეხბურთელი. ამჟამად “რუსენბორგის” ღირსებას იცავს. ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებში 1998 წლიდან ასპარეზობს. ჩაატარა 77 მატჩი, გაიტანა 21 გოლი. ნორვეგიის ოთხგზის ჩემპიონი.
1977 - მიხეილ აშვეთია. საქართველოს ნაკრების, ქუთაისის “ტორპედოსა” და “რწმენის”, “სამგურალის”, თბილისის “დინამოს”, ვლადიკავკაზის “ალანიას”, დანიური “კოპენჰაგენის”, მოსკოვის “ლოკომოტივის”, “როსტოვის”, “რუბინის”, “კარლ ცეისის”, მახაჩკალას “ანჟის”, ბარნაულის “დინამოს”, “ნიჟნი ნოვგოროდის” ფორვარდი. 1998 და 1999 წლებში მიხეილ აშვეთია საქართველოს ეროვნული პირველობის ჩემპიონი გახდა. საქართველოს ნაკრებში ჩაატარა 24 მატჩი, გაიტანა 5 გოლი.
1978 - ოლგა ბრუსნიკინა. რუსი მოცურავე. სინქრონულ ცურვაში 2000 და 2004 წლების ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. სამგზის მსოფლიოსა და ექვსგზის ევროპის ჩემპიონი
1978 - ჯოელ პრშიბილა. “პორტლენდ თრეილ ბლეიზერსის” მეფარე (216 სმ). იყო ვლადიმერ სტეფანიას პარტნიორი
1978 - ლიონელ ჩალმერსი. “ლოს ანჯელეს კლიპერსის” გამთამაშებელი (180 სმ).