ფეხბურთი

22:45 | 9.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

მესი: “ნეიმარის პსჟ-ში გადასვლის თაობაზე ბოლო წუთამდე არაფერი ვიცოდი”

კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელმა თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ ნეიმარის “პარი სენ ჟერმენში” გადასვლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მან ბოლო წუთამდე არ იცოდა, ბრაზილიელი პარიზულ კლუბში თუ გადავიდოდა.

“სიმართლე გითხრათ მე ბოლო წუთამდე არ ვიცოდი, რომ ნეიმარი პსჟ-ში გადავიდოდა. ზოგიერთები კი ამბობენ, მე ყველაფერი ვიცოდი. სანამ ერთად ბოლო მატჩს ჩავატარებდით, მას ვესაუბრე და გადაწყვეტილება თავადაც არ ჰქონდა მიღებული”, - უთხრა მესიმ ESPN-ს.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში “ბარსადან” კოლოსალური თანხის – 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ბრაზილიელის მონაგარი ამ დროისათვის 12 მატჩში 11 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114942