"ვალენსიას" თავდამსხმელმა სიმონე ძაძამ იტალიის ნაკრების ვარჯიშზე მუხლის დაზიანება მიიღო და შესაძლოა შვედეთთან გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩი გამოტოვოს. აღნიშნული ინფორმაცია Sky Sports-მა გაავრცელა.
ძაძა "სკუადრა აძურას" მთავარმა მწვრთნელმა 2016 წლის შემდეგ პირველად გამოიძახა. მიმდინარე სეზონში სიმონემ "ვალენსიას" მაისურით ლა ლიგაში 11 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა, ესპანეთის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში კი 26 წლის მოთამაშე მხოლოდ ლიონელ მესის (12) ჩამორჩება.
შვედეთის და იტალიის დაპირისპირება სტოკჰოლმში 10 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.