ფეხბურთი

16:25 | 9.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

კახა ცხადაძე კვიპროსის “ეთნიკოსში” მიდის

დიდი შანსია, კახა ცხადაძე კვიპროსული “ეთნიკოსის” მთავარი მწვრთნელი გახდეს. ინფორმაცია ერთ-ერთი კვიპროსული წყაროდან შევიტყვეთ.

ახნას “ეთნიკოსი” კვიპროსის უმაღლეს ლიგაში ბოლო ადგილზეა. გუნდში თამაშობენ გიორგი ილურიძე და რუსეთის მოქალაქე ნიკოლაი ყიფიანი, რომელიც ამ სეზონში გუნდის ბომბარდირია 4 გოლით.

გასულ სეზონში კი, როგორც იცით, ახნას “ეთნიკოსის” ლიდერი და მეგოლე ნიკა კაჭარავა გახლდათ.

ცხადაძესთან ერთად, კვიპროსულ გუნდში იმუშავებს გიორგი ჩიხრაძეც, რომელიც საქართველოს ნაკრებსა და ალმათის “ქაირათშიც” კახას თანაშემწე გახლდათ.

0.122