თამაშგარე

11:50 | 9.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

შაკირამ, ხერარდთან დაშორება არც მიფიქრიაო

როგორც ჩანს, ზოგჯერ მართლაც ძალიან რთულია იყო წარმატებული მომღერალი ქალი, გყავდეს უცნობილესი ფეხბურთელი ქმარი, იცხოვრო ფეშენებელურ ვილაში, მაგრამ ყოველ წამს მაინც არ გქონდეს იმის განცდა, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდება და ხვალინდელი დღე და მომავალი ბუნდოვანი იქნება.

დაახლოებით ასეთი სულისკვეთების ინტერვიუ მისცა ცნობილმა კოლუმბიელმა მომღერალმა შაკირამ ერთ-ერთ ესპანურ ბულვარულ გამოცემას, სადაც ძირითადად “ყვითელ“ მედიაში აგორებულ ჭორებსა და მოგონილ სკანდალებზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, თითქოს შაკირა და ხერარდ პიკე ერთმანეთს დაშორდნენ და ცალ-ცალკე გადავიდნენ საცხოვრებლად.

შაკირა ირწმუნება, კატალონიის “ბარსელონას“ მცველთან დაშორება არასოდეს უფიქრია და ის მცირე კამათი, რაც წყვილს ამ ოთხი თვის წინ მოუვიდა, ნებისმიერ ოჯახში შეიძლება მოხდეს. შაკირა ასევე ახმოვანებს ხერარდის პოზიციას და იძახის, რომ კატალონიელი მცველი წკიპზეა და თუკი მსგავსი ჭორი სადმე გაიგო, შეიძლება ჭორიკანებს კახურ დიალექტზე აგინოს. გამკეთებელია!

0.154775