საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 8 ნოემბერს სრული შემადგენლობით ივარჯიშა. კვიპროსთან და ბელარუსთან დაგეგმილი ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრები 23 ფეხბურთელით ემზადება.
ბოლო ფეხბურთელი,რომელიც ეროვნულ გუნდს შეუერთდა ესპანური „სარაგოსას“ წევრი გიორგი პაპუნაშვილი იყო. ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში მოთამაშე ფეხბურთელმა გუშინ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა.
საწვრთნელი პროცესი ს.კ. "ზესტაფონის" საწვრთნელ ბაზაზე წარიმართა, სადაც 9 ნოემბერს, 15:30 საათზე, ეროვნული ნაკრები ღია ვარჯიშს გამართავს. ვარჯიშის დაწყებამდე, 14:30 საათზე, ვლადიმირ ვაისი სასტუმრო "ჰუალინგში" მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებს.
ეროვნული ნაკრების შემადგენლობა კვიპროსისა და ბელარუსის ნაკრებების წინააღმდეგ:
მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლევან გეგეჭკორი (დინამო, თბილისი), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი) დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია)
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), ჯაბა კანკავა
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი)
საქართველო-კვიპროსის მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, 10 ნოემბერს, 17:00 საათზე დაიწყება. საქართველო-ბელარუსის შეხვედრა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, 13 ნოემბერს, 18:00 საათზე შედგება. მატჩებზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია tkt.ge-ზე მიმდინარეობს. მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 2 ლარს შეადგენს.
gff.ge