კალათბურთი

21:00 | 8.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფიბა ევროპის თასი: “დინამოს” მორიგი მარცხი

თბილისის “დინამომ” ფიბა ევროპის თასზე მორიგი მარცხი განიცადა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი სპორტის სასახლეში ბულგარულ “ლუკოილ აკადემიკთან” დამარცხდა.

ბულგარელებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს, სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს და მთელი პირველი ტაიმის განმალობაში ასე გაგრძელდა, რაც ტაბლოზეც აისახა. სტუმრებმა პირველი პერიოდი 7-ქულიანი უპირატესობით მოიგეს, მეორეში კიდევ 3 ქულით გავიდნენ წინ და შესვენებას 10-ქულიანი ჰანდიკაპით შეხვდნენ.

მეორე ნახევარში თბილისური კლუბი უკეთესად ათამაშდა და მეტოქეს ბევრი პრობლემა შეუქმნა. ირაკლი ხოშტარიას შეგირდებმა მესამე პერიოდი 3 ქულით მოიგეს და დასკვნითი მონაკვეთის დაწყებამდე, სხვაობა 7 ქულამდე შეამცირეს. ქართველებმა ბოლო პერიოდიც კარგად დაიწყეს, მეტოქეს აჯობეს და შეხვედრის დასრულებამდე 5:30 წუთი ადრე წინაც გავიდნენ (59:57).

სამწუხაროდ, “დინამოს” გადამწყვეტ წუთებში ძალა აღარ ეყო, სათამაშო უპირატესობა დათმო და დარჩენილ მონაკვეთში 4:15 წააგო. შესაბამისად, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი საბოლოოდ 9-ქულიანი სხვაობით დამარცხდა – 63:72.

შეგახსენებთ, რომ “დინამო” ფიბა ევროპის თასის E ჯგუფში “კლუჟ ნაპოკასთან”, “ისტამბულთან” და “ლუკოიკ აკადემიკთან” ერთად ასპარეზობს. ქართულ კლუბს ოთხი ტურის შემდეგ ამდენივე მარცხი აქვს. მომდევნო ტურში თბილისელები 15 ნოემბერს გასვლაზე “კლუჟ ნაპოკას” დაუპირისპირდებიან.

დინამო – ლუკოილ აკადემიკი 63:72 (16:23; 15:18; 17:14; 15:17)


სატურნირო მდგომარეობა

1.

კლუჟ ნაპოკა

4

3

0

0

1

347:307

7

2.

ისტანბული

4

3

0

0

1

314:293

7

3.

ლუკოილ აკადემიკი

4

2

0

0

2

287:302

6

4.

დინამო

4

0

0

0

4

258:304

4

0.126578