ფეხბურთი

18:41 | 8.11.2017 | ნანახია 3443 - ჯერ

გამოუყენებელი შანსი

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა წაგებით დაიწყო ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი. გიორგი ყიფიანის გუნდს ტაიმზე დიდი ხნის განმავლობაში რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ ვერაფერში ვერ გამოიყენა. საბოლოოდ, მასპინძელ ბოსნიასთან 0:1.

87-ე წუთი იყო, როცა ბოსნიელთა მარჯვენა მცველი გაზიბეგოვიჩი შეიჭრა საჯარიმოში, გზად ლევან ხარაბაძე მოატყუა და ახლო კუთხეში, ცხრიანში დაურტყა ლუკა გუგეშაშვილს. ყველაფერი მაგრად შეასრულა ბოსნიელმა, რომელიც მანამდეც გამოირჩეოდა...

გაზიბეგოვიჩი “ზალცბურგის” 19-წლამდელებშია, ამ გუნდმა კი წლეულს უეფას ახალგაზრდული ლიგა მოიგო.

არადა, დასაწყისი მშვენიერი იყო. მსაჯმა ბოსნიელთა უხეშობაზე თვალი არ დახუჭა და შაბანაჯოვიჩი მე-16 წუთზე გააძევა ორი გაფრთხილების გამო. ველოდით, რომ რიცხობრივ უპირატეოსობას თამაშშიც ასახავდნენ ჩვენები, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. მთელი ამ დროის განმავლობაში, რაც ბოსნია 10 კაცით იყო, ორჯერ შევაწუხეთ მეკარე: ერთხელ გიორგი ჯინჯოლავას აუღო შორიდან დარტყმული, მეორედ კი ბექა ქავთარაძის თავური მოიგერია.

მეორე ტაიმის შუაში კი გიორგი კუცია გააძევეს. ვერ გეტყვით, იმ ეპიზოდში რა მოხდა, რადგან კარგად არ გამოჩნდა, მაგრამ ბოსნიელი ფეხბურთელი მინდორზე იწვა და ექიმს უხმობდა.

კუცია აპროტესტებდა მსაჯის გადაწყვეტილებას, მაგრამ რაღა აზრი ჰქონდა?! აქამდე არ უნდა მისულიყო საქმე, კაცნაკლული ბოსნიისთვის უნდა გაგვეტანა...

დარჩენილ დროში თითქოს ჩვენები უფრო უტევდნენ, მაგრამ დიდად სახიფათოს ვერაფერს ქმნიდნენ. კარგად შევიდა ზურიკო დავითაშვილი, აქტიურობდა და სიმწვავეს მატებდა თამაშს, თუმცა ამაოდ. ბოსნია კი კონტრშეტევებზე “იკბინებოდა” და გუგეშაშვილმა ორჯერ მოახერხა გუნდის გადარჩენა. ბოლოს, 87-ე წუთზე უძლური გახდა.

ცალკეული ფეხბურთელების გამორჩევა არ ღირს, რადგან აგებს გუნდი და იგებს გუნდი. ჯგუფიდან გასვლის შანსებზე თავად შეგიძლიათ იმსჯელოთ – წინ ანდორასთან და საფრანგეთთან თამაშებია, ჯგუფიდან ორი გუნდი გადის და კიდევ, 13 ჯგუფიდან ორი საუკეთესო მესამეადგილოსანიც.

19-წლამდელები. ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო

ბიელინა. ეთნო სელო

ბოსნია – საქართველო 1:0 (0:0)

ბოსნია: კარუნიჩი, გაზიბეგოვიჩი, ბეშირევიჩი, ჩელიკოვიჩი, სადიკუ, დანილოვიჩი, სმაიჩი (ჩატიჩი 70), შაბანაჯოვიჩი, ნედიმ ჰაჯიჩი (რესიჩი 83), კოსანიჩი (მუსტაფიჩი 74), ბენჟამინ ჰაჯიჩი

საქართველო: გუგეშაშვილი, მალი, ასათიანი, ჯინჯოლავა, ხარაბაძე, ნინუა, დარცმელია, კუცია, ქოჩორაშვილი (კვარაცხელია 90), ზარიძე (დავითაშვილი 65), ქავთარაძე (ინჯგია 83)

გოლი: 1:0 გაზიბეგოვიჩი (87)

გაფრთხილება: შაბანაჯოვიჩი, შაბანაჯოვიჩი, დანილოვიჩი – მალი, ასათიანი

გაძევება: შაბანაჯოვიჩი (16) – კუცია (67)

მსაჯი: ავრამი (რუმინეთი)

ამ ჯგუფის მეორე მატჩში საფრანგეთმა 7:0 სძლია ანდორას.

მომდევნო ტური კი 11 ნოემბერს გაიმართება და ორივე მატჩი 16:00 საათზე დაიწყება: საფრანგეთი – ბოსნია, ანდორა – საქართველო


კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:51 | 09.11.2017
salazar (1835)

კაი წითელი ბარათი არაუშავს, მაგრამ კუციაზე ისტერიჩკა ფეხბურთელი არცერთ ასაკობრივში არ მახსოვს. რა დღეშია.. რეებს აკეთებს.. ცოტა მოიყვანოს ვინმემ აზრზე. კარგი ფეხბურთელია და დაიღუპავს ეგრე თავს

09:29 | 09.11.2017
ukleba (17336)

Es ra formaa. Germaniis nakrebi megona 15 clis cinandeli. Marto formit rato daemsgavset bijo. Tamashitac iqneb cota daemsgavsot

05:25 | 09.11.2017
Mr_gr (1404)

იციან ქართველმა ფეხბურთის ბოსებმა რა უნდა ქნან. კობიაშვილს ფეხბურთი აყვავებული აქვს და პარლამენტარობასაც გამოკრა ხელი

22:29 | 08.11.2017
levani82 (41682)

რაჭა

აბაა სპორტული ხალხი ვართ კი?

22:27 | 08.11.2017
რაჭა (10043)

ნეტა. რატომ არ გამიკვირდა...

21:56 | 08.11.2017
berodaviti (4285)

ჩვენი რომელი ნაკრები და რომელი კლუბი იგებს ფეხბურთში და კალათბურთში, დავიღალეთ უკვე ამდენი ხარახურათი, ვეღარც ვუყურებ უკვე ტაბლოზე ბოლოს მაინც ძაძებია გამოკრული...

21:06 | 08.11.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ნაკრები ხო არაფრად ვარგა და რაც არ უნდა სამწუხარო იყოს ახალგაზრდული საერთოდ უარესია

20:49 | 08.11.2017
BEERTRANCE (97819)

წინასწარვე მორიგი გამოუყენებელი შანსი უნდა დაგერქმიათ.

20:41 | 08.11.2017
luka08 (622)

არც დიდმა და არც პატარამ თამაში არ იციან . მოგება როგორ უნდა არ იციან და არც ის იციან როგორ არ წააგონ . ამისათვის რა უნდა გააკეთო აზრზე არ არიან . ვინ ზრდით , ვის ხელში არიან , ამას თუ გაზრდა ჰქვია

19:56 | 08.11.2017
giomebo (1190)

ეჭვი მაქვს ეს გუნდი საქართველოს ნაკრები კი არა - საბურთალოს, ლოკომოტივის და დინამოს ნაკრები იქნებოდა.

19:21 | 08.11.2017
arsena8 (731)

შემტევი ფეხბურთი ხომ ვითამაშეთ, მთავარი ეგაა თორე წაგება ქართველისათვის ჩვეულებრივი ამბავია, მწვრთვნელები არ უნდა შეიცვალოს ვაისით და გეგუჩაძით დაწყებული და მაისურაძით და სზვებით დამთავრებული. ეგენი კიდევ ბევრ წაგებას მოუტანენ ქართულ ფეხბურთს , ბოლომდე უნდა გაბანძდნენ, ბოლომდე.

19:32 | 08.11.2017
ilia_juventus (2091)

რა შემტევი ფეხბურთი 1 ხელ დავარტყით კარში ნორმალურად, დანარჩენი ბოდიალობდნენ, 1 კედელიც კი არ გაგვითამაშებია, რაც შეეხება ვაისს ერთადერთი კაცია რაზეც ენა ვერ მომიბრუნდება რომ ცუდი ვთქვა ..

19:33 | 08.11.2017
ilia_juventus (2091)

ვიზეც*

0.102034