ფეხბურთი

0:35 | 9.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” იანვარში ფეხბურთელებს გაყიდის

კატალონიის “ბარსელონა” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში რამდენიმე ფეხბურთელის გასხვისებას გეგმავს. ამის შესახებ კატალონური გამოცემა Sport-ი იტყობინება.

ალეიშ ვიდალი, არდა თურანი და თომას ვერმაელენი – ეს, ის ფეხბურთელებია, რომელთაც იანვარში “ბლაუგრანას” დატოვება მოუწევთ. წყაროს ცნობით, ერნესტო ვალვერდეს გეგმებში ვერცერთი მათგანი ვერ ჯდება და ამიტომაც გუნდის მენეჯმენტს მათი გასხვისება სთხოვა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში სამივე ფეხბურთელი სათამაშო პრაქტიკის დეფიციტს განიცდის. არდა ამ დროისთვის მოედანზე საერთოდა არ გასულა, ვერმაელენმა ერთი მატჩი ჩაატარა და ისიც ესპანეთის თასზე, ხოლო ვიდალმა შვიდ შეხვედრაში მიიღო მნაწილეობა.

0.131417