ფეხბურთი

17:23 | 8.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლიგა 3: “შევარდენის” 12:0 და სხვა ამბები

გაიმართა ლიგა 3-ის ზედა ჯგუფის მორიგი ტური და ლიდერთა სამეულიდან ყველამ მოიგო. გამოსარჩევია “შევარდენის” 12:0 გამარჯვება ჩხოროწყუს “სამეგრელოსთან”.

გიორგი კიკნაძის გაწვრთნილები ოთხქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობენ და მხოლოდ ორი ტურია დარჩენილი, ასე რომ, სასწაულიღა შეუშლით ხელს. ფაქტობრივად, ლიგა 2-ში არიან.

გადათამაშებაში მოუწევთ ჭიდილი “თელავსა” და “ნორჩ დინამოს”. ისინი ლიგა 2-ის მერვე და მეცხრე ადგილზე გასულებთან ითამაშებენ. წყვილში მოგებულები ლიგა 2-ში დაიწყებენ სეზონს.

გარდაბანი – ბეთლემი (ქედა) 1:3

შევარდენი (თბილისი) – სამეგრელო (ჩხოროწყუ) 12:0

იმერეთი (ხონი) – მარკ სტარსი (თბილისი) 1:1

ნორჩი დინამო (თბილისი) – ჭიათურა 4:2

კოლხეთი (ხობი) – თელავი 0:2

0.120149