ფეხბურთი

14:47 | 8.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრიმ კაპელოს, ლიპის, ტრაპატონისა და კონტეს აჯობა

მასიმილიანო ალეგრი ტურინის “იუვენტუსის” ისტორიაში ყველაზე შედეგიანი მწვრთნელია. როგორც Corriere Dello Sport-ი იტყობინება, იტალიელი სპეციალისტი “ბებერი ქალბატონის” სათავეში ყველაზე მეტი გამარჯვების შემოქმედია პროცენტული მაჩვენებლით.

ალეგრის ხელმძღვანელობით “იუვემ” ჩატარებული მატჩების 69.9% მოიგო და ასეთი მაღალი მაჩვენებელი მანამდე არავის დაუფიქსირებია. მეორე ადგილზეა კარკანო, რომლის თავკაცობით ტურინულმა გრანდმა 1930-1935 წლებში თამაშების 68.9% იმარჯვა, ხოლო მესამეზე ანტონიო კონტე – 67.5%.

საინტერესოა, რომ “იუვენტუსის” ისტორიაში ორი ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელის, ჯოვანი ტრაპატონისა და მარჩელო ლიპის შედეგი ამ კუთხით არც ისე შთამბეჭდავია: ტრაპი 53.5% და “მაესტრო” 56.1%. მათზე უკეთესი შედეგი აქვს ფაბიო კაპელოს – 64.7%.

რაც შეეხება უშუალოდ მოგებული მატჩების რაოდენობას, ალეგრი აქ მესამე ადგილზეა. 183 მატჩიდან 128 მოგება. მასიმილიანოს მხოლოდ ჯოვანი ტრაპატონი და მარჩელო ლიპი სჯაბნიან. ტრაპატონის თავკაცობით “იუვენტუსმა” 596 მატჩიდან 319 მოიგო, ხოლო ლიპის შედეგი 405 თამაში და 227 მოგებაა.

მასიმილიანო ალეგრი "იუვენტუსს" 2014 წლიდან ავარჯიშებს. ამ დროში გუნდი სამჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, სამჯერ მოიგო იტალიის თასი და ერთხელ იტალიის სუპერთასი. ორჯერ კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა.

0.111622