ისტორია

9:46 | 8.11.2021 | ნანახია NaN - ჯერ

8 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1942 – დაიბადა ალესანდრო (სანდრო) მაცოლა. ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელის ვალენტინო მაცოლას ვაჟი. ვალენტინო მაცოლა 1949 წელს ავიაკატასტროფაში დაიღუპა. სანდრო მაცოლა მთელი კარიერის განმავლობაში მილანის “ინტერის” ღირსებას იცავდა. მაცოლას სერია A-ში დებიუტი ჰქონდა 1961 წლის 10 ივნისს ტურინის “იუვენტუსის” წინააღმდეგ. ამ შეხვედრაში მილანელები 1:9 დამარცხდნენ. მაცოლა ოთხჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი (1963, 1965, 1966, 1971), 1964 და 1965 წლებში კი ჩემპიონთა, იტალიისა და საკონტინენტთაშორისო თასები მოიპოვა. მან “ინტერის” რიგებში ჩაატარა 417 მატჩი, გაიტანა 116 გოლი (იტალიის ჩემპიონატი). 1965 წელს გახდა იტალიის პირველობის საუკეთესო ბომბარდირი. სანდრო მაცოლა 1968 წლის ევროპის ჩემპიონია. 1970 წლის მსოფლიოს პირველობის ფინალისტი. მონაწილეობდა 1966 და 1974 წლების მუნდიალებზეც. იტალიის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა 1963 წლის 12 მაისს (ბრაზილიელთა წინააღმდეგ). “სკუადრა აძურას” რიგებში ჩატარებულ 70 მატჩში, გაიტანა 22 გოლი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1931 - ინგლისის საფეხბურთო კლუბ “ნოთს ქაუნთის” ფორვარდმა, ტომ კიტლიმ ზედიზედ მესამე გასვლით შეხვედრაში მოახერხა ჰეთ-თრიკის შესრულება.

1945 - ლონდონურმა “ჩელსიმ” 11 500 გირვანქად ლივერპულის “ევერტონიდან” ტომი ლოუტონი იყიდა. ლოუტონი 1938-1948 წლებში ინგლისის ნაკრების კაპიტანი იყო. “სტემფორდ ბრიჯზე” გადასვლიდან მეოთხე დღეს, მან საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ჩაატარა მოსკოვის “დინამოს” წინააღმდეგ.

1964 - თბილისის “დინამომ” საკავშირო ჩემპიონატის უკანასკნელ მატჩში, იაროსლავლის “შინიკს” 3:1 მოუგო და მოსკოვის “ტორპედოსთან” თანაბარი რაოდენობის ქულებით პირველ-მეორე ადგილი გაიყო. 18 ნოემბერს ტაშკენტში ჩემპიონის გამოსავლენად გადათამაშება დაინიშნა. იაროსლავლელებს კი გოლები შოთა იამანიძემ, სლავა მეტრეველმა და ილია დათუნაშვილმა გაუტანეს.

1970 - ტომ დემპსიმ ამერიკული საფეხბურთო ლიგის რეკორდი დაამყარა. “ნიუ ორლეანს საინთსის” შემადგენლობაში მან 63 იარდის მანძილიდან მოახერხა გოლის გატანა.

1975 - ნიკ ბოკვინკლმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ვერნე კანე დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1988 - აშშ-ის კალიფორნიის შტატის დედაქალაქ საკრამენტოს “არკო არენაზე” ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პირველი მატჩი ჩატარდა. ადგილობრივმა “კინგზმა” “სიეტლ სუპერსონიკსს” მოუგო.

1991 - პოლ კოფიმ ჰოკეის ეროვნული ლიგის რეკორდი დაამყარა. მან მცველთა შორის ლიგაში ყველაზე მეტი, 311-ე შაიბა გაიტანა.

1994 - აშშ-ის ქალაქ კლივლენდის “გუნდ არენაზე” ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პირველი მატჩი ჩატარდა. ადგილობრივმა “კავალიერსმა” “ჰიუსტონ როკითსი” 100:98 დაამარცხა.

2004 - “იუტა ჯაზმა” ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულ მატჩებში ზესიზედ მეოთხედ იმარჯვა და გადააბიჯა ასქულიან ზღვარს. სოლტ ლეიკ სიტელებმა ამჯერად 102-91 “დენვერ ნაგითსს” სძლიეს.

2005 - ლეიტონ ჰიუიტმა შვილის დაბადების გამო უარი თქვა წლის შემაჯამებელ, მასტერსის ტურნირზე მონაწილეობაზე. ჰიუიტის ადგილი გასტონ გაუდიომ დაიკავა.

2006 - ინგლისის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი წევრი პოლ გასკოინი ერთ-ერთ ბარში მოწყობილი დებოშისა და პოტორეპორტიორის ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით დააპატიმრეს.

2006 - “პორტუსთან” 0:3 წაგების შემდეგ პოსტიდან გადააყენეს “ბრაგას” მთავარი მწვრთნელი კარლუშ კარვაჰალი.

2012 - საკალათბურთო ასოციაციაში თორნიკე შენგელიას დებიუტი შედგა. ქართველიფორვარდისგუნდი“ბრუკლინ ნეთსი” მაიამიში მოქმედ ჩემპიონს ხვდებოდა და ამ მატჩის ბოლომეოთხედიშენგელიამსრულად ითამაშა. 12 წუთში თორნიკემ 2 ქულა და 1 მოხსნა მოაგროვა.

2012 - “ნაპოლის” ურუგვაელმა ფორვარდმა ედინსონ კავანიმ 4 გოლი გაუტანა “დნიპროს” ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში (“ნაპოლი”-“დნიპრო” 4:2).

ამ დღეს დაიბადნენ

1847 - ბრემ სტოკერი. ინგლისელი მწერალი, ათლეტი და ფეხბურთელი. სტოკერს ბავშვობაში არა მარტო სიარული, ფეხზე დგომაც უჭირდა. უდიდესი ნებისყოფისა და ინტენსიური წვრთნის შედეგად, მოგვიანებით კარგ სპორტსმენად ჩამოყალიბდა.

1878 - მარშალ უოლტერ ტეილორი. ინგლისელი ველოსიპედისტი. 1899 წელს ფლობდა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს.

1916 - ფრენკ მაკგორი. ამერიკელი საკალათბურთო მწვრთნელი. კოლეჯის ლიგაში მუშაობდა 30 წლის განმავლობაში და მაკგორის გაწვრთნილმა გუნდებმა მოიპოვეს 550 გამარჯვება.

1942 - ალესანდრო (სანდრო) მაცოლა. ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელის ვალენტინო მაცოლას ვაჟი. ვალენტინო მაცოლა 1949 წელს ავიაკატასტროფაში დაიღუპა. სანდრო მაცოლა მთელი კარიერის განმავლობაში მილანის “ინტერის” ღირსებას იცავდა. მაცოლას სერია A-ში დებიუტი ჰქონდა 1961 წლის 10 ივნისს ტურინის “იუვენტუსის” წინააღმდეგ. ამ შეხვედრაში მილანელები 1:9 დამარცხდნენ. მაცოლა ოთხჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი (1963, 1965, 1966, 1971), 1964 და 1965 წლებში კი ჩემპიონთა, იტალიისა და საკონტინენტთაშორისო თასები მოიპოვა. მან “ინტერის” რიგებში ჩაატარა 417 მატჩი, გაიტანა 116 გოლი (იტალიის ჩემპიონატი). 1965 წელს გახდა იტალიის პირველობის საუკეთესო ბომბარდირი. სანდრო მაცოლა 1968 წლის ევროპის ჩემპიონია. 1970 წლის მსოფლიოს პირველობის ფინალისტი. მონაწილეობდა 1966 და 1974 წლების მუნდიალებზეც. იტალიის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა 1963 წლის 12 მაისს (ბრაზილიელთა წინააღმდეგ). “სკუადრა აძურას” რიგებში ჩატარებულ 70 მატჩში, გაიტანა 22 გოლი.

1943 - მარტინ პიტერსი. ინგლისის ნაკრებისა და ლონდონური “ვესტ ჰემისა” და “ტოტენჰემ ჰოთსპურის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონი. ევროპის 1968 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. ინგლისის ნაკრებში ჩაატარა 67 მატჩი, გაიტანა 20 გოლი. თასების თასის მფლობელი (1965, “ვესტ ჰემის” რიგებში). უეფას თასის მფლობელი (1972, “ტოტენჰემის” შემადგენლობაში). 1973 წელს ითამაშა თბილისის “დინამოს” წინააღმდეგ და უეფას თასის გათამაშების მერვედფინალის განმეორებით შეხვედრაში, “უაით ჰართ ლეინის” სტადიონზე, ქართველებს ორი გოლი გაუტანა.

1946 - გუუს ჰიდინკი. ჰოლანდიელი საფეხბურთო მწვრთნელი. სათავეში ედგა “გრააფსხაპს” (1982-84), პსვ-ს (1984-90, 2002-06), “ფენერბახჩეს” (1990-91), “ვალენსიას” (1991-94), ჰოლანდიის ნაკრებს (1994-98), მადრიდის “რეალს” (1998-99), “ბეტისს” (1999-2000), სამხრეთ კორეის ნაკრებს (2000-02), ავსტრალიის ნაკრებს (2005-06). 2006 წლიდან წვრთნის რუსეთის ნაკრებს. ჰოლანდიისა და კორეის ნაკრებები მუნდიალების, რუსეთი კი ევროპის პირველობის ნახევარფინალში გაიყვანა. პსვ-ს 1988 წელს ჩემპიონთა თასი მოაგებინა, “რეალს” – საკონტინენტთაშორისო თასი (1998). პსვ-სთან ერთად 1987, 1988, 1989, 2003, 2005, 2006 წლებში ჰოლანდიის ჩემპიონი გახდა, ხოლო 1988, 1989, 1990, 2005 წლებში ქვეყნის თასი მოიპოვა. მოთამაშეობისას გამოდიოდა “გრააფსხაპში”, პსვ-ში, “ვაშინგტონ დიპლომატსა” და “სან ხოსე ერფქვეიქში”.

1948 - გენადი გიორგაძე. ქართველი სამბისტი. 1973 წელს მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.

1948 - ვლადიმირ ვერემეევი. საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და კიევის “დინამოს” ნახევარმცველი. საბჭოთა კავშირის ექვსგზის ჩემპიონი, ქვეყნის თასის სამგზის მფლობელი. 1975 წელს მოიპოვა თასების მფლობელთა თასი და ევროპის სუპერთასი. 10-ჯერ დაასახელეს “33 საუკეთესოთა” შორის. საკავშირო ჩემპიონატების 310 მატჩში გაიტანა 33 გოლი. ვერემეევი 1976 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელია. საკავშირო ნაკრებში ჩაატარა 26 შეხვედრა, გაიტანა 2 გოლი. 1994-96 წლებში წვრთნიდა ქუვეითის ნაკრებს.

1952 - ვალერი ზუევი. კიევის “დინამოს” ფეხბურთელი. 1974, 1975, 1977 და 1981 წლებში გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. 1974, 1978, 1981 წლებში მოიპოვა საკავშირო თასი. 1975 წელს ზუევმა მოიგო თასების მფლობელთა თასი და ევროპის სუპერთასი. საბჭოთა კავშირის ნაკრებში ჩაატარა ერთი მატჩი.

1961 - მარკ ჰეიტლი. ინგლისის ეროვნული ნაკრების, “გლაზგო რეინჯერსის”, “ქუინზ პარკის”, “მონაკოს”, “მილანის”, “პორტსმუტისა” და “ქოვენთრის” ფეხბურთელი. ინგლისის ნაკრებში ჩაატარა 32 მატჩი. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მონაწილე. მარკის მამა, ტონი ჰეიტლი ასევე ცნობილი ფეხბურთელი იყო.

1973 - ფრანტიშეკ კაბერლე. ჩეხი (ჩეხოსლოვაკიელი) ჰოკეისტი. ამპლუით მცველი. ჩეხეთის ნაკრების რიგებში 1998 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩემპიონი. წარმატებით გამოდიოდა ჰოკეის ეროვნულ ლიგაში.

1975 - დავით გვარამაძე. საქართველოს ნაკრების, თბილისის “დინამოს”, ქუთაისის “ტორპედოს”, სამარის “კრილია სოვეტოვის” გოლკიპერი. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების შესარჩევი ეტაპების მონაწილე. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული აქვს 28 მატჩი. საქართველოს ჩემპიონი გახდა 1999 (თბილისის “დინამოს” რიგებში), 2000 და 2001 (ქუთაისის “ტორპედოს” რიგებში) წლებში.

ამ დღეს გარდაიცვალა

1886 - ფრედერიკ არჩერი. ინგლისელი ცხენოსანი. თავი მოიკლა 29 წლის ასაკში. იმ პერიოდისთვის მსოფლიოს უძლიერესი ჟოკეი იყო.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:35 | 18.01.2023
ძიუდოო123 (1282)

ეს რა კვერცხობა მოიგონეს ლიფივით რომ აცვიათ ამ ჩემისებს

14:03 | 19.01.2023
ბაგი-რეი (2259)

აშკარად არაა ლიფი. ძუძუს თავებს არ უფარავს

0.115495