ფეხბურთი

21:18 | 7.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

სომხეთი-ბელარუსს ქართველები იმსაჯებენ

საქართველოში ჩამოსვლამდე, ბელარუსის ნაკრები სომხეთთან ერევანში გამართავს ამხანაგურ მატჩს. თამაში 9 ნოემბერს ჩატარდება და ქართველები იმსაჯებენ.

მთავარი არბიტრი იქნება ლაშა სილაგავა, გვერდითები კი – ზაზა მენთეშაშვილი და დავით ჩიგოგიძე.

საქართველო-ბელარუსი 13 ნოემბერს გაიმართება ქუთაისში, მანამდე კი ვლადიმირ ვაისის გუნდი კვიპროსს უმასპინძლებს გორში – 10 ნოემბერს.

0.129596