“გოლდენ სტეიტმა” შინ “მაიამი ჰიტი” 97:80 დაამარცხა. “მეომრები” 10 აპრილის შემდეგ პირველად ვერ ავიდენ 100-ქულიან ზღვარზე. მატჩის შემდეგ ოკლენდელთა მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერიმ მცირე კომენტარი გააკეთა.
“პლეი-ოფის სტილში მოვიგეთ, როცა არაფერია მარტივი და ყველაფერს ტაქტიკურად უნდა მიაღწიო. ასეთი გამარჯვებები ჩვენთვის კარგია, რადგან ასეთ დროს ჩვენი ხასიათი და სიბრძნე ჩანს” – განაცხადა კერიმ.
“გოლდენ სტეიტს” 100 ქულაზე ნაკლები ბოლოს, მიმდინარე წლის 10 აპრილს, “იუტასთან” 95:105 წაგებულ შეხვედრაში ჰქონდა.