ფეხბურთი

16:29 | 7.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ვესტ ჰემი” დევიდ მოიესს ჩააბარეს

“ვესტ ჰემის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დევიდ მოიესმა დაიკავა. ინგლისურმა კლუბმა 54 წლის შოტლანდიელ სპეციალისტთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა.

მოიესმა, რომელსაც კარიერის განმავლობაში “პრესტონი”, “ევერტონი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “რეალ სოსიედადი” და “სანდერლენდი” გაუწვრთნია, “ვესტ ჰემში” სლავენ ბილიჩი შეცვალა. ხორვატი სპეციალისტი არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო პოსტიდან ორშაბათს გაათავისუფლეს.

“ვესტ ჰემმა” მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 ტურში მხოლოდ ორი თამაში მოიგო და ამ დროისთვის სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111526