“ტიტების’’ კიდევ ერთი ახალწვეული ქაქუცა აბაიშვილია. გამოცდილი უკანახაზელი შარშან ა-ლიგის მონაწილე ‘’არენაში’’ თამაშობდა და გუნდის საუკეთესო მეპასეც გახდა.
აბაიშვილი რუსთავის საკალათბურთო სკოლის აღზრდილია და კარიერის უდიდესი ნაწილი ამ ქალაქის გუნდში აქვს გატარებული. 2011-2012 წლების სეზონში თსსუ-ში თამაშობდა.
შარშან კი, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ‘’არენაში’’ გამოდიოდა და სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი სწორედ „ტიტების“ წინააღმდეგ ჩაატარა. 29 მარტს გამართულ შეხვედრაში 21 ქულა, 10 მოხსნა და 7 პასი მიითვალა.
ქაქაუცას საქართველოში არსებული ყველა ტიტიული აქვს მოგებული ‘’რუსთავის’’ შემადგენლობაში.
„ტიტების“ პრესსამსახური