კალათბურთი

22:44 | 7.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბუკერის 3000 ქულა ნბა-ში 

“ფინიქს სანსის” უკანახაზელი დევინ ბუკერი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მეოთხე ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი გახდა, რომელმაც 3000 ქულა ჩააგდო, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.

ბუკერმა აღნიშნულის გაკეთება 21 წლის და 7 დღის ასაკში მოახერხა. მასზე უკეთესი მაჩვენებელი ნბა-ს ისტორიაში მხოლოდ სამ კალათბურთელს ჰქონდა:

2003-05 წლები - კარმელო ენტონი (20 წლის და 307 დღის), 2007-09 წლები - კევინ დურანტი (20 წლის და 144 დღის), 2003-05 წლები - ლებრონ ჯემსი (20 წლის და 62 დღის)

0.126784