გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სამი შეხვედრა გაიმართა.
“ატლანტა ჰოუქსი” შინ “ბოსტონთან” 107:110 დამარცხდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ბოლო წუთებზე ბოსტონელებმა უკეთ ითამაშეს. მატჩში ყველაზე მეტი 35 ქულა კაირი ირვინგმა ჩააგდო. “ატლანტაში” 23 ქულით დენის შრიოდერი გამოირჩა. “ბოსტონი” 9 მოგებით და 2 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციას ერთპიროვნულად ლიდერობს.
“ფინიქსი” საკუთარ დარბაზში “ბრუკლინთან” 92:98 დამარცხდა. ნიუ იორკელები მატჩის სტარტზევე დაწინაურდნენ და მთელი შეხვედრის განმავლობაში უპირატესობას ფლობდნენ. “ფინიქსი” კი მეტოქეს დიდი ანგარიშიც წინ არ უშვებდა. “ბრუკლინში” 23 ქულით დეანჯელო რასელი გამოირჩა. “ფინიქსში” 20 ქულით და 9 მოხსნით უორენი საუკეთესო იყო.
“ატლანტა ჰოუქსი” – “ბოსტონ სელტიკსი” 107:110 (25:26, 29:28, 21:28, 32:28) VIDEO
“ფინიქსი” – “ბრუკლინი” 92:98 (19:28, 22:19, 27:25, 24:26) VIDEO
“გოლდენ სტეიტი” – “მაიამი” 97:80 (22:21, 28:16, 25:20, 22:23) VIDEO