ჭადრაკი

12:47 | 7.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია!

ჭადრაკში ევროპის გუნდური ჩემპიონატის დასკვნით ტურში საქართველოს ქალთა გუნდმა იტალიის ნაკრები დაამარცხა და 14 ქულით მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა.

პირველი ადგილი 17 ქულით რუსეთის ქალთა ნაკრებმა დაიკავა, ხოლო მესამე საფეხურზე 13 ქულით უკრაინის გუნდი განთავსდა.

ქართველმა ქალებმა პირად დაფებზეც კარგად ითამაშეს:

III დაფა - ბელა ხოტენაშვილი - I ადგილი

IV დაფა - ლელა ჯავახიშვილი - II ადგილი

სათადარიგო დაფა - სალომე მელია - I ადგილი

ქალთა გუნდის მწვრთნელები: ელიზბარ უბილავა (კაპიტანი),ხვიჩა სუპატაშვილი.

ქალთა გუნდისგან განსხვავებით, წარუმატებლად იასპარეზა საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა, რომელმაც მე-19 ადგილი დაიკავა. ჩემპიონობა აზერბაიჯანის ნაკრებმა მოიპოვა, მეორე რუსეთია, მესამე კი უკრაინა.

ვაჟთა გუნდის მწვრთნელ-კაპიტანი - ზურაბ სტურუა.

ქართველ მონაწილეთა ტექნიკური შედეგები ინდივიდუალურ დაფებზე:

ქალები:

ნანა ძაგნიძე (2520) – 4,5 (8)- (-2,2 რეიტინგის ცვლილება)

ნინო ბაციაშვილი (2472) – 5 (8) – (+2,4)

ბელა ხოტენაშვილი (2459) – 6,5(8)- (+14,4)

ლელა ჯავახიშვილი (2438) –5(7) – (+7,5)

სალომე მელია (2412) - 4,5 (5) -(+ 9,9)

ვაჟები:

ბაადურ ჯობავა (2705) - 2,5 (7) - (-16,2)

მიხეილ მჭედლიშვილი(2604) – 3,5(7) – (-1,4)

ლევან ფანცულაია (2586) - 5(7) – (14,1)

დავით ჯოჯუა (2591) – 4 (8) – (-8,4)

ლუკა პაიჭაძე (2580) – 4(7) – (-3,0)

gcf.org.ge

0.175428