ფეხბურთი

17:46 | 6.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

სონი – ყველაზე შედეგიანი აზიელი პრემიერლიგის ისტორიაში

ლონდონის “ტოტენჰემის” შემტევი სონ ჰინ მინი ინგლისის პრემიერლიგის ყველაზე შედეგიანი აზიელი ფეხბურთელი გახდა. სამხრეთკორეელმა შემტევმა “მამლებს” “კრისტალ პალასთან” (1:0) მოაგებინა და ალბიონურ ლიგაში 20 გოლი დაუგროვდა.

ამაზე შედეგიანად კი პრემიერლიგაში არცერთ სხვა აზიელ ფეხბურთელს არ უთამაშია. აქამდე, საუკეთესო ბომბარდირი “მანჩესტერ იუნაიტედის” სამხრეთკორეელი ნახევარმცველი პარკ ჯი სუნი იყო (19 გოლი).

სონ ჰინ მინი “ტოტენჰემში” 2015 წლის ზაფხულში ლევერკუზენის “ბაიერიდან” გადავიდა. პრემიერლიგაში 20 გოლის გატანა 25 წლის აზიელმა 72 შეხვედრაში მოახერხა.

0.115403