თამაშგარე

19:30 | 6.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჟიზელმა რუსეთი იუარა

თუ გახსოვთ, ადრეც გაუწყებდით, რომ რაკი რუსეთში გასამართი მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის გახსნით ღონისძიებაზე, ტურნირის რუსმა ორგანიზატორებმა ლამაზმანები მთელი მსოფლიოდან მიიწვიეს, ამას ურუსთა ქვეყნის ასულთა პროტესტი მოჰყვა და ეს გადაწყვეტილებმა ზოგმა რუს ლამაზმანთა დამცირებადაც კი მიიჩნია.

როგორც ჩანს, სიტუაცია ამ კუთხით არც ისე მარტივია, რადგან ცოტა ხნის წინ, მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ბრაზილიელმა მოდელმა, ჟიზელ ბუნდჰენმა თავად განაცხდა, რუს ასულთა ცოდვაში ფეხის ჩადგმა არ მსურს და თავად ვამბობ მუნდიალზე მონაწილეობაზე უარსო.

ბუნდჰენს თურმე სხვა ლამაზმანებმაც მიბაძეს და მოკლედ, არის ახლა ერთი ეჭვიანობა და მკითხაობა - რატომ მოხდა ეს ყოველივე. რუსეთში ამბობენ, მავანმა ოლიგარქებმა უცხოელ ლამაზმანებს უარის სანაცვლოდ გვარიანი თანხები გადაუხადესო და კაცმა რომ თქვას, ამას რატომაც არ იზამდნენ?!...

0.107157