კალათბურთი

22:16 | 6.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

პოპოვიჩმა ფილ ჯექსონს გადაასწრო

“სან ანოტნიომ” შინ “ფინიქსი” 112:95 დაამარცხა. გრეგ პოპოვიჩმა კარიერაში რეგულარულ სეზონში 1156-ე გამარჯვება იზეიმა და ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ მწვრთნელს ფილ ჯექსონს გადაასწრო. საერთოდ კი, ნბა-ს ისტორიაში გრეგი მეექვსე პოზიციას იკავებს.

პოპოვიჩს შემდეგი მწვრთნელები უსწრებენ: ჯორჯ კარლი (1175 მოგება), პეტ რაილი (1219), ჯერი სლოუნი (1221), ლენი უილკენსი (1332), დონ ნელსონი (1335).

პოპოვიჩი ნბა-ს ჩემპიონი “სან ანტონიოსთან” ერთად 5-ჯერ გახდა (1999, 2003, 2005, 2007, 2014).

0.113338