საფრანგეთის ლიგა 1-ის XI ტურში “ლიონმა” “სენტ ეტიენი” მისსავე მოედანზე 5:0 გაანადგურა. ყველასთვის ცნობილია, რომ ეს გუნდები ერთმანეთთან არცთუ თბილი დამოკიდებულებით გამოირჩევიან და მეტიც, ფანებს ერთმანეთი დასანახად ეზიზღებათ.
85-ე წუთზე ნაბილ ფეკირმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და გოლი პროვოკაციულად აღნიშნა. ისედაც გაღიზიანებული მასპინძელი ქომაგები წყობიდან საერთოდ გამოიყვანა – გატანილი გოლის შემდეგ მაისური გაიხადა და ფანების წინ გამოფინა, ლიონელ მესის სტილში. ეს კი, “მწვანეების” ემოციურმა ქომაგებმა ვერ აიტანეს და მოედანზე შეიჭრნენ. მატჩი შეწყდა, თუმცა პოლიციის ჩარევის შედეგად, მალევე განახლდა და საბოლოოდ დასრულდა კიდეც – 5:0 “ოლიმპიკის” გამარჯვებით.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ
კარგია შოთა მიდი.....
12 მილიონი აიღეს არველაძის ტრანსფერში და მილიონ ნახევრის გადახდაც არ უნდოდათ.
შოთა მინდორზე და მის გარეთაც ყოველთვის მართალი და მშრომელია, კარგია რომ გარჯა დაუფასდა, აი თავისუფალი სასამართლოს ხარისხი ვაი დემოკრატებო