ჩოგბურთი

13:45 | 6.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი და მარეი ათეულს მიღმა, ბასილაშვილი ოთხი პოზიციით დაქვეითდა

პარიზის მასტერსის ტრიუმფატორმა ჯეკ სოკმა კარიერაში პირველად მსოფლიო რეიტინგის ათეულში შეაღწია და მე-9 პოზიციაზე დამკვიდრდა.

პარიზული ტურნირის შარშანდელმა გამარჯვებულმა ენდი მარეიმ, რომელიც რამდენიმე თვეა ტრავმის გამო კორტზე არ გასულა, ქულები ვერ დაცვა, ერთბაშად 13 პოზიციით უკან დაიხია და მე-16 ადგილზეა. ათეული ასევე დატოვა ნოვაკ ჯოკოვიჩმაც.

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ოთხი პოზიციით უკან დაიხია და 61-ე ადგილზე გადავიდა.

  1. რაფაელ ნადალი - 10 645 ქულა
  2. როჯერ ფედერერი – 9005
  3. ალექსანდრ ზვერევი – 4410
  4. დომინიკ ტიმი – 3815
  5. მარინ ჩილიჩი – 3805
  6. გრიგორ დიმიტროვი – 3650
  7. სტენ ვავრინკა – 3150
  8. დავიდ გოფინი – 2975
  9. ჯეკ სოკი – 2765
  10. პაბლო კარენო ბუსტა
  11. ხუან მარტინ დელ პოტრო – 2595
  12. ნოვაკ ჯოკოვიჩი – 2585
  13. სემ კურიე – 2535
  14. კევინ ანდერსონი – 2480
  15. ჟო-ვილფრედ ცონგა – 2320
  16. ენდი მარეი – 2290

...

61. ნიკოლოზ ბასილაშვილი – 826

0.114044