ფეხბურთი

22:14 | 5.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ტორპედომ” მეზობლები კვლავ დაამარცხა

თორნიკე კაპანაძემ ორი გოლი გაიტანა და ქუთაისის “ტორპედომ” 2:0 სძლია “სამტრედიას”. ქუთათურები ისევ ოთხი ქულით ჩამორჩებიან თბილისის “დინამოს“ და იმის იმედზე არიან, რომ კახა კაჭარავას გუნდი შემდგომ ორ ტურში წაიფორხილებს, რათა ბოლო ტურს საჩემპიონო დატვირთვა ჰქონდეს. ბოლოს ხომ “დინამო”-“ტორპედოა”...

კაპანაძემ ორივეჯერ მცველების შეცდომით ისარგებლა. პირველი ბურთი აუტიდან გადაცემის შემდეგ გაიტანა, მეორე კი ხელოვნური თამაშგარის შექმნისას, როცა ორნი დარჩნენ მეკარესთან პირისპირ. გიორგი ქიმაძეს ჰქონდა ბურთი და კაპანაძეს გაატანინა.

ისე, “ტორპედომ” წლეულს სუპერთასი წააგო “სამტრედიასთან”, თორემ ჩემპიონატის მატჩებში პირწმინდად დაჩაგრა. ოთხი მატჩიდან სამი მოუგო და ერთიც ფრედ დაასრულა.

ეროვნული ლიგა. 33-ე ტური

ქუთაისი. რამაზ შენგელია

ტორპედო – სამტრედია 2:0 (1:0)

ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, ხურცილავა, გ.გურული, ქიმაძე, ფალავანდიშვილი, კუხიანიძე (ბაბუნაშვილი 44), მამასახლისი (გიგაური 62), ტუღუში, კუტალია, კაპანაძე (საღრიშვილი 74)

მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

სამტრედია: მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი, კასრაძე, ახალაძე, ბალდე (საბანაძე 57), ნდონგი, ოლაიტანი, დათუნაიშვილი, მანჯგალაძე, რაჟამაშვილი (მარკოზაშვილი 73), გიი (სამუშია 85)

მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

გოლები: 1:0 კაპანაძე (13), 2:0 კაპანაძე (70)

გაფრთხილება: ტაბატაძე – ოლაიტანი, ნდონგი

მსაჯი: ხორავა

0.119325