“მანჩესტერ იუნაიტედის” პორტუგალიელმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ განაცხადა, რომ ისეთ ტიტულოვან მწვრთნელებს, როგორიც თავად არის, მეტად უნდა აფასებდნენ:
“25 ტიტული მოვიგე და მგონი, ეს საკმარისია, რათა ხალხმა წარმატებულ მწვრთნელად ჩამთვალოს. ზოგიერთ სპეციალისტს 12 ტიტული აკლია ამ მიღწევამდე, ზოგს 18, ზოგს – 24... მე 25 მაქვს და კიდევ ერთ მინდა, რათა უფრო მეტად დამაფასონ და მეტად მენდონ”.
მოურინიომ ეს უფრო მანჩესტერელთა ფანებზე თქვა, რომლებსაც მოუწოდა, რომ მეტად დაუჭირონ მხარი რომელუ ლუკაკუს.