ფეხბურთი

16:22 | 5.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

“რუსენბორგი” – 25-გზის ჩემპიონი

ტრონჰეიმის “რუსენბორგი” ზედიზედ მესამედ გახდა ნორვეგიის ჩემპიონი, მთლიანობაში კი ეს 25-ედ მოახერხა.

დღესდღეობით, “რუსენბორგის” ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი ნიკლას ბენდტნერია. დანიელმა ფორვარდმა თავისი ხელობა გაიხსენა: ნორვეგიის ჩემპიონატის 26 მატჩში 17 გოლი გაიტანა. ტრონჰეიმის გუნდი ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე გახდა მოიუწვდომელი.

“რუსენბორგი” მშვენიერი გუნდი იყო 90-იანი წლების მეორე ნახევარში, ასევე, 2000-იანების დასაწყისში. მაშინ რეგულარულად თამაშობდა ჩემპიონთა ლიგაში და საშინაო სტადიონიდან არაერთი გრანდი გაუცილებია უქულოდ.

0.120721