ფეხბურთი

15:00 | 5.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

კავანიმ იბრაჰიმოვიჩის და იგუაინის შედეგი გაიმეორა

ურუგვაის ეროვნული ნაკრების და პსჟ-ს თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ "ანჟესთან" მოგებულ (5:0) შეხვედრაში დუბლი შეასრულა და ლიგა 1-ში 101 გატანილი გოლი დაუგროვდა. სამხრეთამერიკელს იტალიის ჩემპიონატში 112 გოლი ჰქონდა გატანილი და გახდა მესამე ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის 2 ტოპ ჩემპიონატში 100-ზე მეტი გოლი გაიტანა. კავანი იტალიაში "პალერმოსა" და "ნაპოლის" ღირსებას იცავდა.

ედინსონის გარდა მსგავსი შედეგი მანამდე გონსალო იგუაინმა და ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დააფიქსირეს. შვედმა იტალიის და საფრანგეთის ჩემპიონატში 112 და 113 გოლი გაიტანა, ხოლო არგენტინელმა ლა ლიგასა და სერია A-ში - 107 და 101.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113851