საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და პსჟ-ს თავდამსხმელმა კილიან მბაპემ ლიგა 1-ში 20 გოლი გაიტანა და ქარიმ ბენზემას შედეგი გააუმჯობესა. 21-ე საუკუნეში საფრანგეთის ჩემპიონატში თინეიჯერებს შორის აქამდე საუკეთესო შედეგი ქარიმ ბენზემას ჰქონდა, რომელმაც "ლიონის" რიგებში თავი 18-ჯერ გამოიჩინა.
მბაპემ "ანჟესთან" მოგებულ (5:0) შეხვედრაში დუბლი შეასრულა. ასევე 18 წლის მოთამაშე გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ბოლო 40 წლის განმავლობაში ლიგა 1-ში 20 გოლი გაიტანა.
მბაპემ კარიერა "მონაკოში" დაიწყო, 60 შეხვედრაში 27 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა. "პარი სენ ჟერმენში" გადასვლის შემდეგ კი 12 მატჩში თავი 6 გოლით და 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ამჟამად კილიანის სატრანსფერო ღირებულება 90 მილიონი ევროა.