გერმანიის ბუნდესლიგის XI ტურში “გლადბახი” და “მაინცი” (1:1) დაუპირისპირდნენ, მაგრამ ეს იმდენად საინტერესო არაა, რამდენადაც აღნიშნული შეხვედრის 31-ე წუთზე მომხდარი ფაქტი, უფრო სწორად კურიოზი.
“მაინცის” მეკარემ რობინ ზენტნერმა ბურთი კარის წინ გააჩერა და როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, ტყავის სფეროს წინ გაგზავნა დააპირა, თუმცა იქამდე, თავისუფალ თანაგუნდელებს ეძებდა. სანამ, ზენტნერი გახსნილი თანაგუნდელის პოვნას სცდილობდა, “ურჩმა ბურთმა” კიპერს არ დაუჯერა და ლამის დაუცველ კარში შეგორდა. “მაინცის” კარის დარაჯის საბედნიეროდ, მალევე შენიშნა, რომ ბურთი მის განკარგულებაში აღარ იყო და სიტუაცია გაჭირვებით, მაგრამ მაინც განმუხტა.
თუმცა, ეპიზოდი სამუდამოდ დარჩება არამარტო ბუნდესლიგის, არამედ ფეხბურთის ისტორიაში...