ფეხბურთი

19:59 | 4.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის ნაკრების შემადგენლობა პლეი-ოფისთვის

იტალიის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფისთვის ცნობილია. ჯამპიერო ვენტურამ ნაკრებში 27 ფეხბურთელს უხმო და მათ შორის, ბევრი სიახლეა.

“სკუადრა აძურას” ევრო 2016-ის მერე უბრუნდება სიმონე ძაძა, რომელსაც “ვალენსიაში” კარგი სეზონი აქვს. ტრავმების გამო ასევე ნაკრებს დაუბრუნდნენ მარკო ვერატი, დანიელე დე როსი და ანდრეა ბელოტი, რომლებიც წინა შეკრებაზე ტრავმების გამო არ ყოფილან. ვენტურას რჩეულთა შორის მოხვდა "ნაპოლის" საყრდენი ნახევარმცველი ჟორჟინიოც, რომელსაც ბოლო დროს ბრაზილიის ნაკრებს უკავშირებდნენ.

სამაგიეროდ, სიაში ვერ მოხვდა გამოჯანმრთელებული კლაუდიო მარკიზიო და “ნიცას” ფორვარდი მარიო ბალოტელი.

მეკარეები: ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”), ჯანლუიჯი დონარუმა (“მილანი”), მატია პერინი (“ჯენოა”)

მცველები: დავიდე ასტორი (“ფიორენტინა”), ანდრეა ბარძალი (“იუვენტუსი”), ლეონარდო ბონუჩი (“მილანი”), ჯორჯო კიელინი (“იუვენტუსი”), დანილო დ’ამბროზიო (“ინტერი”), მატეო დარმიანი (“მანჩესტერი”, ინგლისი), დანიელე რუგანი (“იუვენტუსი”), ლეონარდო სპინაცოლა (“ატალანტა”), დავიდე ძაპაკოსტა (“ჩელსი”, ინგლისი)

ნახევარმცველები: ფედერიკო ბერნარდესკი (“იუვენტუსი”), ანტონიო კანდრევა (“ინტერი”), დანიელე დე როსი (“რომა”), ალესანდრო ფლორენცი (“რომა”), რობერტო გალიარდინი (“ინტერი”), ჟორჟინიო (“ნაპოლი”), მარკო პაროლო (“ლაციო”), მარკო ვერატი (პსჟ, საფრანგეთი)

თავდამსხმელები: სტეფან ელ შაარავი (“რომა”), ლორენცო ინსიენიე (“ნაპოლი”), ანდრეა ბელოტი (“ტორინო”), ედერი (“ინტერი”), მანოლო გაბიადინი (“საუთჰემპტონი”, ინგლისი), ჩირო იმმობილე (“ლაციო”), სიმონე ძაძა (“ვალენსია”, ესპანეთი)

იტალიის ნაკრები პლეი-ოფში შვედეთს დაუპირისპირდება. 10 ნოემბერს მატჩი სტოკჰოლმში გაიმართება, ხოლო 13 ნოემბერს, მილანში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108769