ფეხბურთი

19:07 | 4.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე: “მოურინიოს პატივს ვცემ”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ “მანჩესტერთან” თამაშის წინ ჟოზე მოურინიოსთან ურთიერთობაზე ისაუბრა. როგორც იტალიელმა აღნიშნა, ისინი ერთმანეთს პატივს სცემენ.

“მწვრთნელების პირად ურთიერთობას მნიშვნელობა არ აქვს. ის ჩემი მეტოქეა და მე მისი მეტოქე ვარ. ერთმანეთის სამუშაოს პატივი უნდა ვცეთ: მე პატივს ვცემ მას, და ის მე მცევს პატივს”, - აღნიშნა კონტემ.

“ჩელსისა” და “მანჩესტერის” შეხვედრა 5 ნოემბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება. ამ ეტაპისთვის “წითელი ეშმაკები” მეორე ადგილზე არიან, ხოლო “არისტოკრატები” მეოთხე პოზიციაზე.

0.119829