ფეხბურთი

18:20 | 4.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯეკომ ჩინურ ზღაპარს “რომა” ამჯობინა

იტალიური “რომას” ფეხბურთელმა ედინ ჯეკომ ჩინეთში კარიერის გაგრძელებასა და სოლიდურ გასამრჯელოს, იტალიაში დარჩენა ამჯობინა.

როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ერთ-ერთი ჩინური გუნდის, რომლის სახელიც არ კონკრეტდება, ბოსნიელ ფორვარდს სეზონში 13 მილიონ ევროს ჰპირდებოდა, თუმცა ჯეკომ აღნიშნულ ხელშეკრულებაზე უარი თქვა.

ედინ ჯეკო “რომაში” მესამე სეზონს ატარებს. გასულ სეზონში იგი იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ხოლო მიმდინარე სეზონში 14 შეხვედრაში 10 გოლის გატანა მოახერხა.

0.127931