ფეხბურთი

16:02 | 4.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

გულამის ტრავმა სერიოზული გამოდგა

იტალიური “ნაპოლის” მცველი ფაუზი გულამი დიდი ხნით იუქმებს. როგორც ნეაპოლიტანური გუნდის ვებგევრდი იტყობინება, ალჟირელ ფეხბურთელს მარჯვენა მუხლზე ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა, ხოლო აღდგენით პროცესს 4-5 თვე დასჭირდება.

შესბაამისად, “ნაპოლის” ძირითადი მარცხენა მცველის გარეშე თამაში სწორედ ამ პერიოდით მოუწევს.

გულამიმ ტრავმა “მანჩესტერ სიტისთან” შეხვედრაში მიიღო. მიმდინარე სეზონში 26 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირის ჩათვლით 17 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლის გატანა შეძლო.

0.112598