ფეხბურთი

15:35 | 4.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

უგო ლორისი ორი კვირა იუქმებს

ლონდონის “ტოტენჰემისა” და საფრანგეთის ნაკრების მეკარე უგო ლორისი ორი კვირის განმავლობაში იუქმებს. ამის შესახებ “მამლების” მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა განაცხადა.

ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, საფრანგეთის ნაკრებს მომდევნო ორი მატჩის გამართვა ლორისის გარეშე მოუწევს, ხოლო კარს სტივ მანდანდა დაიცავს.

ლორისმა ტრავმა უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩში, “რეალთან” მიიღო. როგორც შემდგომმა გამოკვლევამ აჩვენა, გამოცდილ კიპერს კუნთი აქვს დაზიანებული.

აღსანიშნავია, რომ “სამეფო კლუბთან” მატჩში “ტოტენჰემს” ფრანგი მეკარის გარდა ბელგიელი მცველი ტობი ალდერვეირელდიც დაუშავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114157