ფეხბურთი

14:15 | 4.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

პაულო გერერო დოპინგზე ჩავარდა

პერუს ნაკრებისა და “ფლამენგოს” ვეტერანი თავდამსხმელი პაულო გერერო დოპინგტესტზე ჩავარდა. ESPN-ის ცნობით, 33 წლის ფეხბურთელის ტესტმა არგენტინასთან (0:0) მატჩის შემდეგ დადებითი პასუხი აჩვენა, ხოლო ზემოხსენებულ მატჩში გერერომ 90 წუთი ითამაშა.

ვეტერანი ფეხბურთელის ადვოკატის განცხადებით მისი კლიენტი მხოლოდ გაციების საწინააღმდეგო პრეპარატებს იღებდა და ამას არანაირი კავშირი არ აქვს დოპინგთან.

ახლა, “ფლამენგოს” თავდამსხმელს ორიდან ოთხი წლის ვადით დისკვალიფიკაცია ემუქრება. თავის მხრივ, უკვე ცნობილია, რომ გერერო მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფში ახალ ზელანდიასთან ორმატჩიან დაპირისპირებაში პერუს ნაკრებს ვერ დაეხმარება.

0.119033