ფეხბურთი

12:05 | 4.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ პორტუგალიის ნაკრებში არ გამოიძახეს

პორტუგალიის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებს. ფერნანდუ სანტუშმა უკვე დაასახელა ის შემადგენლობა, რომლითაც ევროპის მოქმედი ჩემპიონი ნოემბერში ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.

აღსანიშნავია, რომ ლუზიტანელთა შემადგენლობა საკმაოდ გადახალისებულია. მაგალითად, სიაში არაა კრიშტიანუ რონალდუ. პორტუგალიური მედიის ცნობით, სანტუშმა “რეალის” შემტევი ცუდი ფორმის გამო არ გამოიძახა ნაკრებში, მაგრამ სანტუშმა ეს იქვე უარყო და თქვა, რომ უბრალოდ წამყვან ფეხბურთელებს დასვენების საშუალებას აძლევს.

რონალდუს გარდა პორტუგალიის ნაკრები ნოემბერში რენატუ სანჩესის, რიკარდო კვარეჟმას, ნანისა და ანდრე გომეშის გარეშე ითამაშებს.

მეკარეები: ბეტუ (“გიოზთეფე”, თურქეთი), ანტონი ლოპეში (“ლიონი”, საფრანგეთი), ჟოზე სა (“პორტუ”)

მცველები: კევინ როდრიგესი (“სოსიედადი”, ესპანეთი), ანტუნეში (“ხეტაფე”, ესპანეთი), ლუიშ ნეტუ (“ფენერბაჰჩე”, თურქეთი), პეპე (“ბეშიქთაში”, თურქეთი), ედგარ იე (“ლილი”, საფრანგეთი), ნელსონ სემედუ (“ბარსელონა”, ესპანეთი), რიკარდუ ფერეირა (“ბრაგა”), რიკარდუ პერეირა (“პორტუ”)

ნახევარმცველები: ბერნარდუ სილვა (“სიტი”, ინგლისი), ბრუნო ფერნანდეში (“სპორტინგი”), დანილო პერეირა (“პორტუ”), ჟოაო მარიო (“ინტერი”, იტალია), მანუელ ფერნანდეში (“ლოკომოტივი”, რუსეთი), რუბენ ნევეში (“ვულვზი”, ინგლისი)

თავდამსხმელები: ანდრე სილვა (“მილანი”, იტალია), ბრუმა (“ლაიფციგი”, გერმანია), ჟელსონ მარტინში (“სპორტინგი”), ედერი (“ლოკომოტივი”, რუსეთი), გონსალო გედეში (“ვალენსია”, ესპანეთი), რონი ლოპეში (“მონაკო”, საფრანგეთი)

პორტუგალიის ნაკრები 10 ნოემბერს საუდის არაბეთს გაეჯიბრება, ხოლო ოთხი დღის მერე აშშ-ს ნაკრებთან ისპარინგებს.

0.11877