ფეხბურთი

21:32 | 3.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ესპანეთის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებს. “ფურია როხას” მთავარმა მწვრთნელმა ნოემბერში გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის გუნდში 25 ფეხბურთელს უხმო.

პირინელთა შემადგენლობა შემდეგნაირია:

მეკარეები: დავიდ დე ხეა (“მანჩესტერი”, ინგლისი), პეპე რეინა (“ნაპოლი”, იტალია), კეპა არიზაბალაგა (“ბილბაო”)

მცველები: სერხიო რამოსი (“რეალი”), ჟერარ პიკე (“ბარსელონა”), მარკ ბარტრა (“დორტმუნდი”, გერმანია), ალვარო ოდრიოზოლა (“სოსიედადი”), ნაჩო ფერნანდესი (“რეალი”), ჟორდი ალბა (“ბარსელონა”), ალბერტო მორენო (“ლივერპული”, ინგლისი)

ნახევარმცველები: ისკო (“რეალი”), ლუის ალბერტო (“ლაციო”, იტალია), საულ ნიგეზი (“ატლეტიკო”), მარკო ასენსიო (“რეალი”), სერხიო ბუსკეტსი (“ბარსელონა”), ტიაგო ალკანტარა (“ბაიერნი”, გერმანია), ანდრეს ინიესტა (“ბარსელონა”), ასიერ ილარამენდი (“სოსიედადი”)

თავდამსხმელები: სუსო (“მილანი”, იტალია), ხოსე კალეხონი (“ნაპოლი”, იტალია), ვიტოლო (“ლას პალმასი”), ალვარო მორატა (“ჩელსი”, ინგლისი), დავიდ სილვა (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), როდრიგო მორენო (“ვალენსია”), იაგო ასპასი (“სელტა”)

ესპანეთის ეროვნული ნაკრები 11 ნოემბერს, მალაგაში, კოსტა რიკას გაეჯიბრება, ხოლო სამი დღის შემდეგ სანქტ-პეტერბურგში, რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

0.131798