ფეხბურთი

19:42 | 3.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

“რეალს” ბეილი დაუბრუნდა

მადრიდის “რეალის” შემტევმა გარეთ ბეილმა გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლა.

უელსელი ფეხბურთელი სექტემბერში, დორტმუნდის “ბორუსიასთან” ჩემპიონთა ლიგის მატჩში (3:1) დაშავდა და აქამდე მკურნალობდა.

ესპანური AS-ის ცნობით, “რეალის” დღევანდელ საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა მიიღეს რაფაელ ვარანმა და დანიელ კარვახალმა, თუმცა ორივე მათგანმა ვარჯიში თანაგუნდელებზე ადრე დაასრულა. ტრავმების გამო ისევ ვერ ვარჯიშობენ მეკარეები კეილორ ნავასი, ლუკა ზიდანი და ნახევარმცველი მატეო კოვაჩიჩი.

“რეალი” ესპანეთის ჩემპიონატის მომავალი ტურის შეხვედრას 5 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე, “ლას პალმასის” წინააღმდეგ გამართავს.

0.116826