ფეხბურთი

19:00 | 3.11.2017 | ნანახია 1416 - ჯერ

ჩემპიონთა ლიგაში ელ შაარავი გამოარჩიეს

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად იტალიური “რომას” შემტევი სტეფან ელ შაარავი დასახელეს. 25 წლის ფეხბურთელმა, რომელიც “ჩელსისთან” მატჩში (3:0) დუბლით გამოირჩა, უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში ხმათა 60 პროცენტი დააგროვა.

მეორე ადგილი 34 პროცენტით “ლივერპულის” ფორვარდმა მოჰამედ სალაჰმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე გასულ მოსკოვის ცსკა-ს ნახევარმცველ ალან ძაგოევს ხმათა 2 პროცენტი ერგო.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.123922