სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

18:27 | 3.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

აბრამოვიჩმა კონტეს თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

ანტონიო კონტე ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს. Marca-ს ინფორმაციით, რომან აბრამოვიჩმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება იტალიელის გათავისუფლების შესახებ.

კლუბის მფლობელი უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ კონტეს კონფლიქტი აქვს რამდენიმე ფეხბურთელთან. გარდა ამისა, აბრამოვიჩს არ მოსწონს მწვრთნელის გადაწყვეტილება დიეგო კოშტასთან მიმართებაში.

“ჩელსიდან” კონტეს შესაძლო წასვლის შესახებ ხმები უკვე კარგა ხანია ვრცელდება. “არისტოკრატები” პრემიერლიგაში მხოლოდ მეოთხე ადგილზე არიან, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში “რომასთან” (0:3) დამარცხდნენ.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.116678