ჩვენ ადრეც გიამბეთ არგენტინელი მსახიობისა და ფოტომოდელის - პამპიტას შესახებ, რომელიც თავისი ამ სასცენო ფსევდონიმის უკან კოხტად იმალება და საყვარელმრავლობითაც გამოირჩევა. მასთან მოხვანცალე მამრებს შორის კი არაერთი ცნობილი არგენტინელი სპორტსმენიც ყოფილა.
პამპიტა უკანასკნელი ერთი წელია ძველებურად აქტიური აღარაა და ფერადი ჯურნალების ყდებსაც უწინდელი ინტენსივობით აღარ ამშვენებს. თუმცა, როგორც “ვერცხლისქვეყნის“ ბულვარულმა მედიამ შეიტყო, პამპიტას ამბიციები მოსძალებია და არც მეტი, არც ნაკლები, საკუთარი კონოსტუდიის გახსნას აპირებს.
პამპიტას კინოსტუდია “მაგდანას ლურჯას“ რომ არ გადაიღებს და უმთავრესად ეროტიული (თუ უფრო უარესი არა) ჟანრის ფილმებზე რომ იქნება ორიენტირებული - ნებისმიერი ამ ქალის შემცნობი ადამიანი მიხვდება და ჩვენ ისღა დაგვრჩენია, ზურგის ქარი ვუსურვოთ ტიტლიკანობისმოყვარეობაში.